24.11.2024 | 19:40
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
ერდოღანის განცხადებით, მიწისძვრის მიუხედავად თურქეთში არჩევნები მაისში გაიმართება

თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, თურქეთში, მიწისძვრის მიუხედავად, არჩევნები მაისში გაიმართება. 

"ეს ერი გააკეთებს ყველაფერს, რაც საჭიროა 14 მაისს", - აცხადებს ერდოღანი. 

გასული თვის მიწისძვრის შემდეგ, საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების სავარაუდო დროის შესახებ არაერთგვაროვანი მოსაზრებები გაჩნდა. იყო ვარაუდი არჩევნების გადადების შესახებაც. 

ცნობისთვის, 6 თებერვალს, გამთენიისას, თურქეთში ძლიერი მიწისძვრა მოხდა. 7,8 მაგნიტუდის ბიძგებს მსხვერპლი და ნგრევა მოჰყვა თურქეთსა და სირიაში.

მიწისძვრის ეპიცენტრი თურქეთის ქალაქ გაზიანთეფიდან ჩრდილოეთით, სირიის საზღვრიდან დაახლოებით 90-მდე კილომეტრის მოშორებით იყო. ბიძგები კაიროშიც იგრძნობოდა.

რამდენიმე საათში, თურქეთში კიდევ ერთი ძლიერი, 7.5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა განმეორდა.

დღის გადაცემები