24.11.2024 | 19:55
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
ვიაჩესლავ ვოლოდინი: "სტოლტენბერგი ნაადრევად ხარობს"

ნატოში ახალი ქვეყნების შესვლა ალიანსის გაფართოებას კი არ გამოიწვევს რუსეთის საზღვრებთან, პირიქით − ეს ნატოს საზღვრებთან იქნება მეტი რუსეთი, განაცხადა სახელმწიფო დუმის სპიკერმა ვიაჩესლავ ვოლოდინმა.

ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა 29 ივნისს, როდესაც ფინეთისა და შვედეთის ალიანსში შესვლაზე თურქეთის თანხმობის მემორანდუმის ხელმოწერაზე აკეთებდა კომენტარს, განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ვერ მიაღწია თავის მიზანს ევროპაში ნატოს ყოფნის შემცირებაზე.
"ეს არის სიგნალი პრეზიდენტ პუტინისთვის, რომ ნატოს კარი ღია რჩება ახალი ქვეყნებისთვის. ეს არის იმის საპირისპირო, რაც მას სურდა. მას ნაკლები ნატო უნდოდა [რუსეთის საზღვრებთან], მაგრამ ახლა უფრო მეტ ნატოს მიიღებს", − განაცხადა სტოლტენბერგმა.
თურქეთმა 29 ივნისს ხელი მოაწერა თანხმობის მემორანდუმს, რაც შვედეთსა და ფინეთს ნატოში გაწევრიანების საშუალებას აძლევს. იმისათვის, რომ ეს ქვეყნები ალიანსის წევრები გახდნენ, ნატოს 30-ვე წევრმა ქვეყანამ უნდა დაუჭიროს მხარი მათ განაცხადს. ერთადერთი ქვეყანა, რომელიც ეწინააღმდეგებოდა ასეთ გადაწყვეტილებას, იყო თურქეთი: ანკარა უკმაყოფილო იყო, რომ სტოკჰოლმი და ჰელსინკი მხარს უჭერდნენ ქურთისტანის მუშათა პარტიას, რომელსაც თურქეთის მთავრობა ტერორისტულ
დღის გადაცემები