უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ევროპარლამენტის გაუქმება მოითხოვა. ვიქტორ ორბანი ევროპარლამენტის კორუფციულ სკანდალ გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ანტიკორფციული ზომები "საშინლად ჩავარდა”. ამის შესახებ Politico წერს.
"თუ ჩვენ გვსურს, აღვადგინოთ საზოგადოების ნდობა, მაშინ დროა, გავაუქმოთ ევროპარლამენტი", – განაცხადა ორბანმა.
ამასთან, უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ახალი ევროპარლამენტის შექმნის იდეით გამოვიდა, რომელშიც მისი თქმით, ეროვნული დელეგატები იქნებიან წარმოდგენილები.
10 დეკემბერს ცნობილი გახდა, რომ ბერძენი ევროდეპუტატი და ევროპარლამენტის ვიცე-სპიკერი ევა კაილი ბელგიის პოლიციამ დააკავა. ის ფიგურირებს ანტიკორუფციულ გამოძიებაში, რომელიც კატარის სასარგებლოდ უკანონო ლობისტურ საქმიანობას ეხება.
ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ კორუფციულ სკანდალში გახვეულ ევროდეპუტატ ევა კაილის მანდატი შეუჩერა.