24.11.2024 | 19:46
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
ზურაბ ქადაგიძე: "დსთ-ს წევრმა მოლდოვამ, იმ ქვეყანამ, საქართველოს ყველა მაჩვენებლით რომ ჩამორჩება და მაინც ჩვენზე წინ დააყენეს, "გაზპრომისგან" ბუნებრივი აირის შესყიდვა განაახლა"

ექსპერტი ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა, რომლისმიხედვითაც, კომპანია "მოლდოვაგაზმა" რუსული "გაზპრომისგან" ბუნებრივი აირის შესყიდვაგანაახლა.

როგორც ექსპერტი აღნიშნავს, ცინიზმია, როდესაც საქართველოს ადანაშაულებენ უკრაინის მიმართ არასაკმარის დახმარებაში, სანქციებისგან თავის არიდებაში და თვითონ, "ჩერეზ მოლდოვა" რუსულ ენერგეტიკაზე სხედან.

"აბა სანქციები და იზოლაციაო?

ამ ორ დღეში ძალიან ნიშანდობლივი ფაქტები დაფიქსირდა:

1) საქართველოს, სხვა 37 ქვეყანასთან ერთად შეტანილი სარჩელი, ჰააგის საერთაშორისო სასამართლომ დააკმაყოფილა და სისხლის სამართლის წარმოება დაიწყო რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ როგორც ომის დამნაშავის;

2) დსთ-ს წევრმა მოლდოვამ - აი, იმ ქვეყანამ, საქართველოს ყველა მაჩვენებლით რომ ჩამორჩებადა მაინც ჩვენზე წინ დააყენეს, თან შიგადაშიგ თითს რომ გვიქნევს ხოლმე, "გაზპრომისგან" ბუნებრივი აირის შესყიდვა განაახლა.

რა ცინიზმია, როდესაც საქართველოს ადანაშაულებენ უკრაინის მიმართ არასაკმარის დახმარებაში, სანქციებისგან თავის არიდებაში და თვითონ, "ჩერეზ მოლდოვა", რუსულ ენერგეტიკაზე სხედან, ყოველდღიურად მილიონობით დოლარით ამარაგებენ მოძალადე ქვეყანას...", - წერს ზურაბ ქადაგიძე.

დღის გადაცემები