დღის სიახლეები
თურქეთის ოპოზიციამ პრეზიდენტის პოსტზე ერთიანი კანდიდატი წარმოადგინა
თურქეთის სახალხო-რესპუბლიკური პარტიის ლიდერი, ქემალ კულიჩდაროღლუ თურქეთის საპრეზიდენტო არჩევნებში ოპოზიციამ ერთიან კანდიდატად დაასახელა. ამის შესახებ Deutche Welle იუწყება.
კანდიდატი თურქეთის 6 ოპოზიციური პარტიის ალიანსმა დაასახელა.
საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები თურქეთში 14 მაისს ჩატარდება. ქვეყნის მოქმედმა პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ ის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს. არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში ოპოზიცია საპარლამენტო მმართველობის ფორმის დაბრუნებას გეგმავს, რომელიც ერდოღანმა საპრეზიდენტოთი შეცვალა. გარდა ამისა, "სახალხო ალიანსი" ინფლაციასთან ბრძოლას, ცენტრალური ბანკის დამოუკიდებლობის აღდგენას და ევროკავშირში თურქეთის ინტეგრაციის პროცესის გაგრძელებას გეგმავს.
მსგავსი
28.04.2023 / 15:02
სუდანში თურქი მოქალაქეების ევაკუაციისთვის განკუთვნილ თვითმფრინავს ცეცხლი გაუხსნეს
02.03.2023 / 12:54
ერდოღანის განცხადებით, მიწისძვრის მიუხედავად თურქეთში არჩევნები მაისში გაიმართება
10.02.2023 / 13:38
თურქეთში მომხდარი მიწისძვრის შედეგად, საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე გარდაიცვალა
18.11.2022 / 15:45
რეჯეფ თაიფ ერდოღანმა და ვლადიმერ პუტინმა "მარცვლეულის დერეფნის" საკითხი განიხილეს
დღის გადაცემები