24.11.2024 | 19:49
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
თურქეთის პარლამენტმა მხარი დაუჭირა კანონს, რომელიც ყალბი ინფორმაციის გავრცელებისთვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას ითვალისწინებს

თურქეთის პარლამენტმა მხარი დაუჭირა კანონს, რომელიც ყალბი ინფორმაციის გავრცელებისთვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას ითვალისწინებს.

კერძოდ, თურქეთის პარლამენტის მიერ მიღებული კანონი 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს სოციალური მედიის მომხმარებლების ან მედიასშუალებების მიერ "ყალბი ამბების გავრცელებისთვის".

გარდა ამისა, კანონი სოციალური ქსელებისა და ონლაინ პლატფორმებისგან მოითხოვს დეზინფორმაციის გავრცელებაში ეჭვმიტანილი პირების შესახებ პერსონალური მონაცემების სახელმწიფო უწყებებისთვის გადაცემას.

ოპოზიცია და აქტივისტები ეწინააღმდეგებოდნენ კანონპროექტს, რომელიც მმართველმა პარტიამ წარადგინა. ევროსაბჭომ აღნიშნა, რომ დეზინფორმაციის ძალიან ფართო განმარტებამ მედიასაშუალებებში თვითცენზურა შეიძლება გამოიწვიოს.

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ ყალბი ამბები და მზარდი „ციფრული ფაშიზმი“ ეროვნული და გლობალური უსაფრთხოების საფრთხეა.

დღის გადაცემები