24.11.2024 | 19:26
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაცია - რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ვლადიმერ პუტინს უკრაინაში ცეცხლის ცალმხრივად შეწყვეტისკენ მოუწოდა

თურქეთისა და რუსეთის პრეზიდენტებს, რეჯეფ თაიფ ერდოღანსა და ვლადიმერ პუტინს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სატელეფონო საუბრის დროს რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ვლადიმერ პუტინს განუცხადა, რომ რუსეთ-უკრაინის ომში სამშვიდობო ძალისხმევის მხარდაჭერა ცალმხრივი ცეცხლის შეწყვეტით და კონფლიქტის სამართლიანი გადაწყვეტის ხედვის საფუძველზე უნდა მოხდეს.

"პრეზიდენტმა ერდოღანმა განაცხადა, რომ მშვიდობისა და მოლაპარაკებებისკენ მოწოდებები ცეცხლის ცალმხრივი შეწყვეტითა და სამართლიანი გადაწყვეტის ხედვით უნდა იქნას გამყარებული", - აღნიშნულია თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, სატელეფონო საუბრის დროს ორმა პრეზიდენტმა ასევე განიხილა ენერგორესურსებსა და მარცვლეულის ექსპორტის შავი ზღვის დერეფნის საკითხები. ამასთან, ერდოღანმა პუტინს განუცხადა, რომ სირიის სასაზღვრო რეგიონის ქურთი ბოევიკებისგან გასაწმენდად კონკრეტული ნაბიჯების გადადგმაა საჭირო.

დღის გადაცემები