24.11.2024 | 19:58
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
თურქეთმა შესაძლოა, საყოველთაო არჩევნები გადადოს

თურქეთში მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრების გამო, ქვეყანამ შესაძლოა, 14 მაისს დაგეგმილი საყოველთაო არჩევნები გადადოს, - ამის შესახებ თურქული მედია ოპოზიციონერ პოლიტიკოს მერალ აკშენერის განცხადებაზე დაყრდნობით იუწყება. 

კითხვაზე, იმოქმედებს თუ არა მიწისძვრა არჩევნების თარიღზე და გადაიდება თუ არა არჩევნები საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ, აქსენერმა უპასუხა, რომ ნაკლებად სავარაუდოა, საყოველთაო არჩევნები 14 მაისს ჩატარდეს და მოსალოდნელია, რომ იგი 18 ივნისისთვის გადაიდება. 

თურქეთის ამჟამინდელმა პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა მანამდე განაცხადა, რომ საყოველთაო არჩევნები (როგორც საპრეზიდენტო, ასევე საპარლამენტო) ქვეყანაში 14 მაისს იყო დანიშნული. თურქეთის ლიდერის თქმით, მთავრობა პარლამენტს შესთავაზებს საყოველთაო არჩევნების თარიღად 14 მაისის მიღებას და უარის შემთხვევაში პრეზიდენტის უფლებამოსილებას გამოიყენებს.

ერდოღანის უფლებამოსილება საკმარისია იმისთვის, რომ დაითხოვოს პარლამენტი და დანიშნოს ვადამდელი არჩევნები განკარგულებიდან 60 დღის შემდეგ.

მომავალ არჩევნებზე „რესპუბლიკის კავშირის„ კანდიდატი ერდოღანი იქნება. ექვსი ოპოზიციური პარტიის კოალიციას თავისი კანდიდატი ჯერ არ დაუსახელებია. 

დღის გადაცემები