24.11.2024 | 19:35
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
თურქეთში კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა, არის მსხვერპლი

თურქეთში კიდევ ერთი მიწისძვრის შედეგად სულ მცირე 1 ადამიანი დაიღუპა, 69 კი დაშავდა. ამის შესახებ Anadolu წერს.

გამოცემის ინფორმაციით, მიწისქვეშა ბიძგები აღმოსავლეთ ანატოლიის ქალაქ მალათიაში, ადგილობრივი დროით 12:04 საათზე დაფიქსირდა. მიწისძვრის სიმძლავრემ 5,6 მაგნიტუდა შეადგინა. დაინგრა 20-ზე მეტი შენობა. დაწყებულია სამძებრო-სამაშველო სამუშაოები. მაშველებმა ნანგრევებიდან უკვე 5 ადამიანი ამოიყვანეს.

თურქეთსა და სირიაში დამანგრეველი მიწისძვრები 6 თებერვალს მოხდა.

პირველი მიწისძვრა თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, ადგილობრივი დროით დაახლოებით 04:00 საათზე მოხდა, მისმა სიმძლავრემ 7,8 მაგნიტუდა შეადგინა. მიწისძვრის ეპიცენტრი სირიის საზღვრის გასწვრივ იყო. მეორე მიწისძვრა, რომლის სიმძლავრეც 7,5 მაგნიტუდას შეადგენდა, 13:24 საათზე მოხდა. თურქეთსა

დღის გადაცემები