დღის სიახლეები
თურქეთში მიწისძვრის შედეგად დაზიანებულ ქალაქს მთლიანად დაანგრევენ
თურქეთის გაზიანტეპის პროვინციაში ქალაქ ნურგალის, რომელიც 6 თებერვალს მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაზიანდა, მთლიანად დაანგრევენ. ამის შესახებ Nexta Live იუწყება.
ქალაქში სახლები იმდენად სერიოზულად არის დაზიანებული, რომ მათი აღდგენა შეუძლებელია.
ცნობისთვის, თურქეთის სამხრეთ ნაწილში და სირიაში 6 თებერვალს დილით 7,8 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. დაინგრა ან დაზიანდა 10 ქალაქი. ორივე ქვეყანაში დაღუპულთა რაოდენობამ 35 ათასს გადასცდა. რეგიონში ამჟამად მასშტაბური სამაშველო ოპერაცია გრძელდება.
მსგავსი
28.04.2023 / 15:02
სუდანში თურქი მოქალაქეების ევაკუაციისთვის განკუთვნილ თვითმფრინავს ცეცხლი გაუხსნეს
02.03.2023 / 12:54
ერდოღანის განცხადებით, მიწისძვრის მიუხედავად თურქეთში არჩევნები მაისში გაიმართება
დღის გადაცემები