დღის სიახლეები
თურქეთში ძლიერი მიწისძვრა მოხდა, დაშავებულია 20-ზე მეტი ადამიანი
თურქეთში, ქალაქ დუზჯეს მახლობლად 6.0 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. მედიის ცნობით, მიწისქვეშა ბიძგები იმდენად ძლიერი იყო, რომ სტამბოლსა და დედაქალაქ ანკარაშიც იგრძნობოდა.
კიდევ ერთი, 4.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა პირველიდან დაახლოებით 20 წუთის შემდეგ დაფიქსირდა.
თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა სულეიმან სოილუმ განაცხადა, რომ არ არსებობს ინფორმაცია მსხვერპლის შესახებ, თუმცა ჯანდაცვის მინისტრმა ფაჰრეთინ კოჩამ მოგვიანებით განაცხადა, რომ სულ მცირე 22 დაშავდა, მათ შორის ერთის მდგომარეობა მძიმეა.
მსგავსი
28.04.2023 / 15:02
სუდანში თურქი მოქალაქეების ევაკუაციისთვის განკუთვნილ თვითმფრინავს ცეცხლი გაუხსნეს
02.03.2023 / 12:54
ერდოღანის განცხადებით, მიწისძვრის მიუხედავად თურქეთში არჩევნები მაისში გაიმართება
დღის გადაცემები