24.11.2024 | 19:50
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
თურქი პროფესორი: "ნანგრევებში, შესაძლოა, 200 000 ადამიანი იყოს მოყოლილი"

თურქეთში დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად ნანგრევებში, შესაძლოა, 200 ათასამდე ადამიანი რჩებოდეს. ამის შესახებ sozcu.com.tr - თურქმა პროფესორმა, გეიფიზიკოსმა ოვგიუნ აჰმეთ ერჯანმა განუცხადა. 

მისი თქმით, მიწისძვრა დამანგრეველი სიმძლავრის იყო და მისი მაგნიტუდა 7,6-7,7 შეადგენდა. დანგრეულია 10 ქალაქი.

"ჩემი გამოთვლებით, კორპუსის 4 სართულზე 8 ბინაა, ნანგრევებიდან 8 ათასამდე ადამიანი ამოიყვანეს, შესაბამისად იქ დაახლოებით 200 ათასი ადამიანი რჩება," - ამბობს თურქი პროფესორი.

მიწისძვრა შეეხო ზონას, სადაც 13 მილიონამდე ადამიანი ცხოვრობს. დაახლოებით 7 ათასი სახლი დანგრეულია. ასევე გეოფიზიკოსი ამბობს, რომ მსგავსი სიმძლავრის მიწისძვრა არის „მსოფლიო დონის კატასტროფა“. 

დღის გადაცემები