თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი საბერძნეთს კიდევ ერთხელ დაემუქრა. რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ თურქულ რაკეტებს შეუძლიათ ათენამდე მიაღწიონ.
მისი თქმით, თურქეთი ავითარებს საკუთარ ბალისტიკურ რაკეტებს და თუ საბერძნეთი არ შეინარჩუნებს სიმშვიდეს, მათი გამოყენება შეიძლება.
"რა თქმა უნდა, ეს პროდუქცია აშინებს ბერძნებს. ახლა ჩვენ დავიწყეთ საკუთარი რაკეტების წარმოება. ცხადია, ეს აფრთხობს ბერძნებს. როდესაც ვამბობთ „ტაიფუნი“, ბერძნებს ეშინიათ და ამბობენ, რომ ეს რაკეტა მოხვდება ათენს. ცხადია, ის მოხვდება ათენს. თუ საბერძნეთი არ შეინარჩუნებს სიმშვიდეს, თურქულ რაკეტებს შეუძლიათ ათენამდე მიაღწიონ", - განაცხადა ერდოღანმა.
აღსანიშნავია, რომ თურქეთმა შეიმუშავა მცირე რადიუსის Tayfun ბალისტიკური რაკეტები. რაკეტა მიმდინარე წლის ოქტომბერში შავ ზღვაზე გამოცადეს.