დღის სიახლეები
თურქული მხარე აცხადებს, რომ სირიასა და ერაყში ოპერაციების დროს ასობით ტერორისტი მოკლა
თურქეთის შეიარაღებულმა ძალებმა სირიასა და ერაყში დაწყებული ოპერაციის ფარგლებში უკვე გაანადგურეს 250-ზე მეტი ტერორისტი. ამის შესახებ თურქეთის თავდაცვის სამინისტრო იტყობინება.
თურქეთის თავდაცვის მინისტრის ჰულუსი აკარის განცხადებით, ლიკვიდირებულია 254 "ბოევიკი".
"ეს არის ყველაზე დიდი და ეფექტიანი საჰაერო ოპერაცია ბოლო პერიოდში", - ხაზგასმით აღნიშნა თურქმა მაღალჩინოსანმა.
20 ნოემბერს თურქეთის თავდაცვის სამინისტრომ ჩრდილოეთ სირიასა და ერაყში ქურთების შეიარაღებული ორგანიზაციის ბაზებზე საჰაერო დარტყმების შესახებ განაცხადა.
ქურთების წინააღმდეგ თურქეთის ოპერაციას აშშ უკვე გამოეხმაურა და დეესკალაციისკენ მოუწოდა.
მსგავსი
28.04.2023 / 15:02
სუდანში თურქი მოქალაქეების ევაკუაციისთვის განკუთვნილ თვითმფრინავს ცეცხლი გაუხსნეს
02.03.2023 / 12:54
ერდოღანის განცხადებით, მიწისძვრის მიუხედავად თურქეთში არჩევნები მაისში გაიმართება
დღის გადაცემები