დიდი ალბათობით, უკრაინაში მიმდინარე ომი მოლაპარაკების მაგიდასთან დასრულდება, - ამის შესახებ ესპანურ El Pais-თან ინტრევიუში ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.
"ევროპაში მიმდინარეობს ომი, რომელიც გამოიწვია უხეშმა შეჭრამ დამოუკიდებელი, სუვერენული და დემოკრატიული ქვეყნის - უკრაინის ტერიტორიაზე. თუმცა, ნატოსა და რუსეთს შორის არაა ტოტალური ომი. რა თქმა უნდა, ეს მნიშვნელოვანი განსხვავებაა. დიდი ალბათობით, ეს ომი მოლაპარაკების მაგიდასთან დასრულდება. ჩვენი პასუხისმგებლობაა, უზრუნველვყოთ, რომ უკრაინა იყოს ისეთ ძლიერ პოზიციებზე, რამდენადაც ეს შესაძლებელია, რათა დავეხმაროთ მათ სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის შენარჩუნებაში. ამისთვის საუკეთესო საშუალებაა ძლიერი სამხედრო მხარდაჭერა, ეკონომიკური მხარდაჭერა და მძიმე სანქციების დაწესება რუსეთის წინააღმდეგ", - განაცხადა სტოლტენბერგმა.