ომები საშიშია და შეცდომები ხდება, - ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა „ბი-ბი-სის“-თან ინტერვიუს დროს განაცხადა.
ჟურნალისტის კითხვაზე, როგორია გამარჯვება და როგორ წარმოუდგენია რუსეთის გასვლის სტრატეგია, სტოლტენბერგი აღნიშნავს, რომ მისი აზრით, ეს ომი მოლაპარაკების მაგიდასთან დასრულდება.
"ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ეს არის აგრესიული ომი, სადაც რუსეთი შეიჭრა სხვა ქვეყანაში. ჩვენ ყველას გვსურს მშვიდობა და გამოსავალი მოლაპარაკების გზით. მაგრამ ამავდროულად, უნდა გვესმოდეს, რომ თუ რუსეთი და პრეზიდენტი პუტინი შეწყვეტს ბრძოლას და უკრაინა შეწყვეტს ბრძოლას, მშვიდობა გვექნება.
თუ პრეზიდენტი ზელენსკი და უკრაინა შეწყვეტს ბრძოლას, მაშინ უკრაინა შეწყვეტს არსებობას, როგორც დამოუკიდებელი, სუვერენული სახელმწიფო. გარკვეულ ეტაპზე ეს ომი სავარაუდოდ მოლაპარაკების მაგიდასთან დასრულდება, თუმცა ვიცით, რომ ამ მოლაპარაკებების შედეგი მჭიდროდ არის დაკავშირებული ბრძოლის ველზე ძალასთან", - აღნიშნა ნატოს გენერალურმა მდივანმა.