24.11.2024 | 19:45
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
ირაკლი ზარქუა: " აქციების უკან ვხედავთ უპასუხისმგებლო პოლიტიკოსებს, ლაჩრებს და მშიშრებს - არაერთხელ გვინახავს, როცა ახალგაზრდები შეცდომაში შეიყვანეს, შემდეგ გვერდზე გადგნენ"

აქციების უკან ვხედავთ უპასუხისმგებლო პოლიტიკოსებს, ლაჩრებს და მშიშრებს - ვინც ძიების შედეგად გამოიკვეთება, რომ ახალგაზრდებს უბიძგებს პოლიციის უფლებები, თავისუფალი შეკრების პირობები დაერღვია, ძალადობაში გადაეყვანა, პასუხისგებაში იქნება მიცემული, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ განაცხადა.

მისი თქმით, პოლიტიკოსებმა "ახალგაზრდები შეცდომაში შეიყვანეს, შემდეგ გვერდზე გადგნენ".

"რაც შეეხება იმ ახალგაზრდებს, ვინც დაკავებულია, სანამ სასამართლო არ მიიღებს გადაწყვეტილებას, არავის გვაქვს უფლება, რომ მტკიცებით ფორმაში ვთქვათ, მაგრამ კანონის წინაშე ყველა თანასწორი ვართ, ახალგაზრდაც, ძველგაზრდაც, დეპუტატიც, არადეპუტატიც, პრეზიდენტიც, არაპრეზიდენტიც და ყველა. ეს არის სამართლებრივი სახელმწიფო. ევროინტეგრაცია რატომ გვინდა? - იმიტომ, რომ იქ კანონი არის უზენაესი. ყველა თანასწორი ვართ და თუ დაუმტკიცდა, რომ მან ჩაიდინა დანაშაული, მოსამართლე მიიღებს გადაწყვეტილებას და ამის შემდეგ ყველას გვექნება შესაძლებლობა, რომ კომენტარები გავაკეთოთ.

ჩვენ აქციების უკან ვხედავთ უპასუხისმგებლო პოლიტიკოსებს, ვხედავთ ლაჩრებს და მშიშრებს. არაერთხელ გვინახავს, როცა ახალგაზრდები შეცდომაში შეიყვანეს, შემდეგ გვერდზე გადგნენ და მათზე წავიდა პასუხისმგებლობა. იგივე სცენარია ახლა. ის ვინც ძიების შედეგად გამოიკვეთება, რომ ახალგაზრდებს უბიძგებს ამ ქმედებისკენ, რომ ადამიანის უფლებები, პოლიციის უფლებები, თავისუფალი შეკრების პირობები დაერღვია, ძალადობაში გადაეყვანა, არ აქვს მნიშვნელობა ვინ იქნება, ეს ყველა იქნება პასუხისგებაში მიცემული. ეს უნდა გამოკვეთოს ძიებამ და შემდეგ მოსამართლემ. ვინც იქნება გამოკვეთილი ამ დანაშაულში პოლიტიკოსი, ყველა იქნება პასუხისგებაში მიცემული, თუ ასეთი გამოიკვეთა, მორჩა,"- განაცხადა ზარქუამ.

დღის გადაცემები