24.11.2024 | 19:53
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
ირაკლი ზარქუა: "მივესალმებით, თუ რუსეთთან პირდაპირი რეისების აღდგენა მოხდება, ტანგოს კი წინა ხელისუფლებასთან ცეკვავდნენ"

მივესალმებით, თუ მოხდება რუსეთთან პირდაპირი რეისების აღდგენა. რაც შეეხება ტანგოს, ტანგოს წინა ხელისუფლებასთან ცეკვავდნენ, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლება საქართველოს ინტერესებს იცავს.

"მილიონამდე ეთნიკურად ქართველი არის რუსეთის მოქალაქე. დღეს რუსეთის მოქალაქეებს შეუძლიათ შემოვიდნენ ქვეყანაში და არ არიან შეზღუდულები. მივესალმებით, თუ მოხდება რუსეთთან პირდაპირი რეისების აღდგენა. რაც შეეხება ტანგოს, ტანგოს წინა ხელისუფლებასთან ცეკვავდნენ და ამის თაობაზე, არაერთხელ მოვისმინეთ, მათ შორის არჩევნების პერიოდში, რაც "ნაციონალურ მოძრაობაში" ჰქონდათ - ვინ ვის როგორ აბრალებდა რუსული ინტერესების გატარებას. ცხადია, რომ ტანგოს სააკაშვილის რეჟიმთან ცეკვავდნენ, ჩვენ საქართველოს ინტერესებს ვიცავთ", - აღნიშნა ზარქუამ.

ცნობისთვის, რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის ხელმძღვანელმა გრიგორი კარასინმა საქართველოსთან ავიამიმოსვლის შესაძლო აღდგენასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ "ტანგოს საცეკვაოდ ორია საჭირო". აღნიშნულ განცხადებას გამოეხმაურა ოპოზიციური სპექტრი, სადაც აღნიშნავდნენ, რომ "საქართველოს ხელისუფლების კეკლუცი რუსეთის ხელისუფლებასთან ძალიან მძიმე იქნება". როგორც "ნაციონალურ მოძრაობაში" აღნიშნავენ, "ავიამიმოსვლის აღდგენის საკითხი უნდა დაიბლოკოს".

დღის გადაცემები