24.11.2024 | 19:27
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
ირაკლი კობახიძე: "უკრაინის ხელისუფლება პირდაპირ იყო ჩართული იმ სპეცოპერაციაში, რომლის მიზანიც იყო სააკაშვილის საქართველოში ჩამოყვანა, აქ ვითარების არევა და "მეორე ფრონტის" გამოწვევა"

უკრაინის ხელისუფლება პირდაპირ იყო ჩართული იმ სპეცოპერაციაში, რომლის მიზანიც იყო სააკაშვილის საქართველოში ჩამოყვანა, აქ ვითარების არევა და "მეორე ფრონტის" გამოწვევა, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

"მაგალითად, ლორთქიფანიძე, რომელიც შემდეგ დაწინაურდა კიდეც, ამ სპეცოპერაციის ხელმძღვანელი იყო, ანუ უკრაინის ხელისუფლების მაღალჩინოსანი იყო ამ სპეცოპერაციის ხელმძღვანელი. გარდა ამისა, ზელენსკის ხელისუფლების წარმომადგენლები პირდაპირ მოგვიწოდებენ ჩვენ "მეორე ფრონტისკენ", ღია ტექსტით, ამას აკეთებს მაგალითად, დანილოვი, პოდოლიაკი, ამას აკეთებენ სხვები, ესეც არის ამ ხელისუფლების პასუხისმგებლობა. გარდა ამისა, ზელენსკიმ საქართველოდან გაიწვია ელჩი ყოველგვარი დასაბუთების გარეშე და დღემდე არ დაუნიშნავს საქართველოში უკრაინის ელჩი. ამ პირობებში აბსოლუტურად გაუგებარი იქნებოდა ჩვენი მხრიდან მისი პარლამენტში ჩართვა და სხვა შესაბამისი ნაბიჯების გადადგმა. მათ უარი უნდა თქვან ომისკენ მიმართულ რიტორიკაზე, ეს არის აუცილებელი. ვიდრე უკრაინის ხელისუფლების მაღალჩინოსნები მოგვიწოდებენ საქართველოში ომის გაჩაღებისკენ, მანამდე რა თქმა უნდა, ხინჯი იქნება ურთიერთობებში. ბოდიში მოიხადეს ან დანილოვმა ან პოდოლიაკმა? ისინი არიან ყველაზე დაახლოებული პირები პრეზიდენტთან, არცერთს არ მოუხდია ბოდიში, არცერთს წაუღია სიტყვები უკან. შესაბამისად, ეს სიტყვები ძალაშია",- განაცხადა კობახიძემ.

დღის გადაცემები