24.11.2024 | 19:50
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
ირაკლი ღარიბაშვილი: "35-მა ქართველმა ჯარისკაცმა საკუთარი სიცოცხლე შესწირა ჩვენი დასავლელი პარტნიორების მიერ წარმოებულ მისიებში, 500-ზე მეტი სამხედრო მძიმედ დაიჭრა"

ჩვენ, ქართველმა ხალხმა, მრავალი წლის განმავლობაში, ერთგულად, ნდობაზე დაფუძნებული ურთიერთობებით დავუმტკიცეთ ჩვენს ევროპელ, დასავლელ პარტნიორებს, ჩვენს ამერიკელ მეგობრებს, რომ ჩვენ არა მხოლოდ მიმღები ვართ მათი მხარდაჭერის, არამედ ვართ კონტრიბუტორებიც, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც პრემიერი ინტერპელაციის წესით იმყოფება.

მისი თქმით, დასავლელი პარტნიორების მიერ წარმოებულ მისიებში 35-მა ქართველმა ჯარისკაცმა საკუთარი სიცოცხლე შესწირა და 500 ჯარისკაცი მძიმედ დაიჭრა.

"ჩვენ, ქართველმა ხალხმა, მრავალი წლის განმავლობაში, ერთგულად, ნდობაზე დაფუძნებული ურთიერთობებით დავუმტკიცეთ ჩვენს ევროპელ, დასავლელ პარტნიორებს, ჩვენს ამერიკელ მეგობრებს, რომ ჩვენ არა მხოლოდ მიმღები ვართ მათი მხარდაჭერის, არამედ ვართ კონტრიბუტორებიც. ჩვენს მიერ შეტანილი წვლილი და გაღებული სისხლი ძალიან ღირებულია. 35-მა ჩვენმა ჯარისკაცმა საკუთარი სიცოცხლე შესწირა ჩვენი დასავლელი პარტნიორების მიერ წარმოებულ მისიებში, ერაყში, ავღანეთში, მანამდე ვიყავით კოსოვოში, შემდეგ ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში. მაშინ ეს მისია ევროკავშირის ეგიდით იყო გაგზავნილი და პრაქტიკულად, დიდი პრობლემის წინაშე იყო. რომ არა ჩვენი ჩართულობა და ჩვენს მიერ გაგზავნილი ჯარის კონტრიბუცია, ეს მისია ვერ შედგებოდა. ამ ყველაფერს ძალიან დიდი ფასი აქვს და ეს ფასი ჩვენ ძალიან კარგად გვესმის ქართველებს, მაგრამ ეს არ გაგვიკეთებია რაღაც ვალდებულებით, ეს გავაკეთეთ პატივისცემით. იმ შეგნებით, რომ ჩვენც გვსურს, ვიყოთ თანამონაწილეები ამ გლობალური პროცესების და საერთაშორისო მისიების. 500-ზე მეტი ჩვენი სამხედრო მძიმედ დაიჭრა, უმძიმესი ჭრილობები მიიღეს. საკუთარი ნებით გაწირეს ჯანმრთელობა. ამას სჭირდება გულწრფელი დაფასება და არა ის, აქ ყალბად რომ გამოვიდა ბატონი ვაშაძე და თითქოს ძალიან შესტკივა გული. უკრაინაში რა თქმა უნდა, გმირები არიან ისინი და მათაც შესწირეს თავი, მაგრამ ყველაფერს დავარქვათ სახელი და ნუ მოვატყუებთ ჩვენს ხალხს", - განაცხადა პრემიერმა.

დღის გადაცემები