24.11.2024 | 19:30
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
ირმა ინაშვილი: "ის ზიანი, რაც ჩაფიქრებული ჰქონდათ, რომ ეკონომიური სანქციების გზით რუსეთისთვის მიეყენებინათ, ეფექტიანი არ აღმოჩნდა და თავად ევროპა დააზიანა"
განაცხადა "პატრიოტთა ალიანსის" გენერალურმა მდივანმა ირმა ინაშვილმა. "საკითხავი არის ის, თუ როგორ უნდა გამოვიდეს დასავლეთი დღევანდელი შექმნილი ვითარებიდან ისე, რომ სახე შეინარჩუნოს და შიდა განწყობებს მოერიოს, იმიტომ რომ ევროპა ძალიან მწვავე ეკონომიკური და ენერგო კრიზისის წინაშე დგას. ჩვენ ვხედავთ, რომ ევროპის თითქმის ყველა ქვეყანაში ყოველდღიურად საპროტესტო აქციებია, დაწყებული საფრანგეთიდან, პორტუგალიის ჩათვლით და, რაც მთავარია, ეს წინააღმდეგობა მზარდია. ხალხი, ადგილობრივი მოსახლეობა, მოქალაქეები გამოდიან და ამ პრობლემების გადაწყვეტას უკვე საკუთარ ხელისუფლებებს თხოვენ. დღის წესრიგში არის მოთხოვნები დაყენებული, რომ იზრუნონ საკუთარ სახელმწიფოებზე და უკრაინას თავი დაანებონ. ამ ვითარებაში სერიოზულ პრობლემებთან გამკლავება ევროპასაც მოუწევს. დარტყმის ქვეშ დღეს ევროკავშირის ქვეყნები აღმოჩნდნენ. ის ზიანი, რაც ჩაფიქრებული ჰქონდათ, რომ ეკონომიური სანქციების გზით რუსეთისთვის მიეყენებინათ, ეფექტიანი არ აღმოჩნდა და თავად ევროპა დააზიანა. ამ ყველაფერზე უკვე თავად ევროპელი ექსპერტები საუბრობენ. ისინი ამბობენ, რომ სანქციების დაგეგმილი მასშტაბებით რუსეთი კი არა, თავად ევროპა დაზიანდა", - განაცხადა ირმა ინაშვილმა.
დღის გადაცემები