24.11.2024 | 21:27
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
ირმა ინაშვილი: "სუპერსახელმწიფოების ბრძოლაში და ინტერესთა ჭიდილში საქართველომ თავი არ უნდა გაიჭყლიტოს"

ამის შესახებ "პატრიოტთა ალიანსის" გენერალურმა მდივანმა ირმა ინაშვილმა განაცხადა. "უკრაინის მიმართ ბევრი განცხადება გაკეთდა და კონკრეტული პასუხებია, რომ ვერავითარ ნატოში მათ ვერ და არ მიიღებენ. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნების რაღაც რაოდენობამ მხარი დაუჭირა, უკრაინის ნატოში გაწევრიანებას ოცდაათივე წევრის ერთსულოვანი მხარდაჭერა სჭირდება. ეს რომ მიუღწევადია, ამაზე თავად ნატოც და აშშ-ის წარმომადგენლებიც საუბრობენ. ეს არის პასუხი? ეს არის მხარდაჭერა უკრიანის ინიციატივაზე? უკრაინა ასე თუ ისე ჩვენზე რამდენჯერმე დიდი ქვეყანაა - ტერიტორიითაც და მოსახლეობის რაოდენობითაც. სამწუხაროდ, უკრაინის მიმართ მხარდაჭერა გაცილებით მაღალია, ვიდრე საქართველოს მიმართ. ჩვენ ხომ საერთოდ ამ პასუხსაც არ გაგვცემენ. ახლა, როგორც ნატო სცემს პასუხს უკრაინას, რომ შეიარაღებით დაეხმარებიან, მაგრამ ნატოში ვერ და არ გააწევრიანებენ, ჩვენ ამ პასუხსაც ვერ მივიღებთ. ამიტომ ის, რაც ხდება დღეს უკრაინაში, ჩვენთვის მაგალითი უნდა იყოს. ჩვენ როგორ ვიაროთ, რომ ავცდეთ საფრთხეს, ავცდეთ რისკებს, გავიაროთ ეს ურთულესი პერიოდი ისე, რომ თავი არ გავიჭყლიტოთ. სუპერსახელმწიფოები - აშშ-ის, რუსეთის და სხვა ქვეყნების სახით იბრძვიან საკუთარი გავლენებისთვის, საკუთარი ინტერესების დასაცავად და საკუთარი ძალების დემონსტრირებას ახდენენ. ამ სუპერსახელმწიფოების ბრძოლაში და ინტერესთა ჭიდილში საქართველომ თავი არ უნდა გაიჭყლიტოს", - განაცხადა ირმა ინაშვილმა.

დღის გადაცემები