ამის შესახებ "პატრიოტთა ალიანსის" პოლიტიკურმა მდივანმა ირმა ცხორაგაულმა განაცხადა. "ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან "პატრიოტთა ალიანსი" ყოველთვის აწვდიდა "ქართულ ოცნებას" რჩევებს და "შპარგალკებს" იმისათვის, რომ არ აღმოჩენილიყო იმ უფსკრულში, რა უფსკრულშიც დღეს არის; რომ არ აღმოჩენილიყო იმ ხაფანგში, რომელიც თვითონ დაიგო, თუმცა მან ეს ვერ და არ გაიგო. მას არ ესმის და მე ასე ვფიქრობ, რომ ახლაც ვერ გადადგამს იმ ნაბიჯებს. გამოსავალი რა არის? პირველ რიგში, ის, რამაც დაღუპა "ქართული ოცნება", რომ გვერდით დაიყენა "ნაციონალური მოძრაობის" თავკაცები, სრულად მისი აქტივი რომ შეისრუტა, უშუალოდ "ქართული ოცნების" ის ლიდერები, რომლებიც გაიგივებულები იყვნენ ან პირდაპირ სტრუქტურებში მუშაობდნენ, ზონდერები იყვნენ - აი, ამ ხალხისგან უნდა განთავისუფლდეს. "ქართული ოცნება სასწრაფოდ უნდა გადადგეს, დანიშნოს ვადამდელი არჩევნები, თუმცა ეს არჩევნები და პროცესები უნდა იყოს აბსოლუტურად გამჭვირვალე, ძალიან ნიშნადობლივი საიმისოდ, რომ ის რეალურად ცდილობს ქვეყნის გადარჩენას", - განაცხადა ირმა ცხორაგაულმა.
დღის სიახლეები
ირმა ცხორაგაული: "ქართული ოცნება" სასწრაფოდ უნდა გადადგეს, დანიშნოს ვადამდელი არჩევნები"
მსგავსი
დღის გადაცემები