დღის სიახლეები
იტალიის მთავრობამ უკრაინისთვის იარაღის მიწოდების შეთანხმება 2023 წლის ბოლომდე გაახანგრძლივა
იტალიის მინისტრთა საბჭომ ერთხმად დაამტკიცა განკარგულება უკრაინაში იარაღის მიწოდების 2023 წლის 31 დეკემბრამდე გაგრძელების შესახებ.
განკარგულების თანახმად, კიევს 2023 წლის განმავლობაში სამხედრო ტექნიკა და აღჭურვილობა გადაეცემა ისე, რომ ყოველ გაგზავნაზე პარლამენტის თანხმობა საჭირო არ იქნება.
მთავრობის დადგენილება ძალაში იტალიის პარლამენტის მიერ დამტკიცების შემდეგ შევა.
უკრაინისთვის იარაღისა და აღჭურვილობის მიწოდების შესახებ ყოფილი პრემიერ-მინისტრის, მარიო დრაგის მიერ მიღებული შეთანხმების ვადა 31 დეკემბერს იწურებოდა.
მსგავსი
09.12.2022 / 12:54
სტოლტენბერგი: "ვშიშობ, უკრაინის კონფლიქტი ნატო-რუსეთს შორის დიდ ომში გადაიზრდება"
22.11.2022 / 14:15
თუ ირანი რუსეთს ბალისტიკურ რაკეტებს მიაწვდის, ისრაელი უკრაინას იარაღით დაეხმარება
17.11.2022 / 14:25
იენს სტოლტენბერგი: "უკრაინაში ომი სავარაუდოდ მოლაპარაკების მაგიდასთან დასრულდება"
დღის გადაცემები