თუ კონკრეტულ სისხლის სამართლის დანაშაულს ვაყენებთ კითხვის ნიშნის ქვეშ სტატუსის მიღება-არმიღებასთან დაკავშირებით, ეს არაფრისმომცემი სტატუსი თავისთვის დაიტოვონ,- ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
აღნიშნულით მან ჟურნალისტის კითხვას უპასუხა, როგორ შეაფასებს ევროპარლამენტარების მიერ გაკეთებულ განცხადებებს საქართველოს მესამე პრეზიდენტთან დაკავშირებით.
როგორც კალაძე აღნიშნავს, "ბოლო დღეებში საოცარ განცხადებებს ვისმენთ".
"ერთ-ერთი ადვოკატიც გამოვიდა და თქვა, რომ თუ სააკაშვილის გათავისუფლება არ მოხდება, საქართველო სტატუსს ვერ მიიღებს, საოცარი განცხადებები ისმის.
მაშინ, რა საჭირო იყო იმ 12 პუნქტიანი გეგმის წარმოდგენა? მაშინ, რა საჭიროა მისი შესრულება, თუ კონკრეტულ სისხლის სამართლის დანაშაულს ვაყენებთ კითხვის ნიშნის ქვეშ სტატუსის მიღება-არ მიღებასთან დაკავშირებით, თუ ეს დამოკიდებულებაა, ეს არაფრისმომცემი სტატუსი თავისთვის დაიტოვონ მაშინ, ჩვენ ჩვენ გასაკეთებელს ყოველთვის გავაკეთებთ"- აღნიშნავს კალაძე.