24.11.2024 | 19:51
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
კახა კალაძე: "თუ რუსეთი პირდაპირი ფრენების გადაწყვეტილებას მიიღებს, ამაში ცუდს ვერაფერს ვხედავ - რა არის პრობლემა იმაში, რომ ადამიანები, რომლებსაც არ მოსწონთ, რაც ხდება რუსეთში, შემოდიან საქართველოში?"

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, თუ რუსეთი საქართველოში პირდაპირი ფრენების გადაწყვეტილებას მიიღებს, ამაში პრობლემას ვერ ხედავს.

მისი თქმით, პრობლემა არ არის ის, რომ ადამიანები, რომლებსაც არ მოსწონთ, რაც ხდება რუსეთში, შემოდიან საქართველოში.

"რუსეთიდან საქართველოში პირდაპირი ფრენები არ არის, თუმცა რუსეთის მოქალაქეები ჩვეულებრივად შემოდიან. გარდა ამისა, ჩვენი უამრავი თანამემამულე ცხოვრობს რუსეთის სხვადასხვა ქალაქში. თუ მათი მხრიდან იქნება გადაწყვეტილება პირდაპირი ფრენების, ამაში ცუდს ვერაფერს ვხედავ. რა არის პრობლემა იმაში, რომ ის ადამიანები, რომლებსაც არ მოსწონთ ის, რაც ხდება რუსეთში, რაც ხდება უკრაინაში, შემოდიან საქართველოში? არა მხოლოდ რუსეთის, არამედ ბელარუსის მოქალაქეებიც შემოდიან. ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი ის არის, რომ მილიონამდე ჩვენი მოქალაქე ცხოვრობს რუსეთში", - განაცხადა კახა კალაძემ.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დსთ-ს ქვეყნების მეოთხე დეპარტამენტის დირექტორმა დენის გონჩარმა რუსულ გამოცემა TASS-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ რუსეთმა შესაძლოა, განაახლოს პირდაპირი ფრენები საქართველოსთან, მაგრამ ამისთვის უნდა შეიქმნას „აუცილებელი წინაპირობები“. „რაც შეეხება საქართველოს მოქალაქეებისთვის პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენისა და ვიზალიბერალიზაციის პერსპექტივებს, თუ ამისათვის აუცილებელი წინაპირობები შეიქმნა - პირობები თბილისში კარგად არის ცნობილი - ჩვენ არ გამოვრიცხავთ ამ საკითხზე გადაწყვეტილებების მიღებას", - განაცხადა გონჩარმა.

დღის გადაცემები