24.11.2024 | 19:25
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
კახა კალაძე: "მეც გაუბედურებული ვარ, შემზარავი ფაქტი მოხდა და გამოძიება ყველაფერს დაადგენს"

მეც გაუბედურებული ვარ, შემზარავი ფაქტი მოხდა და გამოძიება ყველაფერს დაადგენს,- ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ კლინიკა "ნიუ ჰოსპიტალსში" განაცხადა, სადაც ვაკის პარკში დღეს მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად დაზარალებული მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობას გაეცნო და მის მშობლებს ესაუბრა.

მისი თქმით, დაზარალებული ბავშვის მდგომარეობა სტაბილურია.

"მინდა, მივუსამძიმრო გარდაცვლილის ოჯახს, ახლობლებს, ნათესავებს. წარმომიდგენია, თუ რამდენად მძიმე ვითარებაა. მეც გაუბედურებული ვარ. შემზარავი ფაქტი მოხდა, უმძიმესია ეს ყველასთვის და გამოძიება, რა თქმა უნდა, ყველაფერს დაადგენს. ვისაც დანაშაული მიუძღვის, ყველა აუცილებლად აგებს პასუხს, მათ შორის მეც. თუ მაქვს რაიმე დანაშაული, მზად ვარ, კანონის წინაშე ვაგო პასუხი" - განაცხადა თბილისის მერმა.

დღის გადაცემები