დღის სიახლეები
კახა კალაძე - უხვი ნალექის გამო, სასმელ წყალთან დაკავშირებით პრობლემები შეიქმნა, რის გამოც GWP-მ მიიღო გადაწყვეტილება, დროებით წყლის მიწოდება შეეზღუდათ იმისთვის, რომ სუფთა წყალი მიიღოს მოსახლეობამ
თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, დედაქალაქის მოსახლეობას წყალმომარაგებასთან დაკავშირებით პრობლემა უხვი ნალექის გამო შეექმნა.
როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, კომპანია "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა" წყალმომარაგების დროებით შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო, რათა მოსახლეობისთვის სუფთა სასმელი წყალი მიეწოდებინა.
"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" არის კერძო კომპანია და ეს არის მისი საკუთარი ქსელი. უხვი ნალექის გამო, სასმელ წყალთან დაკავშირებით გარკვეული პრობლემები შეიქმნა, რის გამოც მათ მიიღეს გადაწყვეტილება, დროებით წყლის მიწოდება შეეზღუდათ იმისთვის, რომ სუფთა წყალი მიიღოს მოსახლეობამ. წყლის მიწოდება რამდენიმე საათში აღდგება",-განაცხადა კალაძემ.
მსგავსი
დღის გადაცემები