24.11.2024 | 19:55
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
ლავროვი: "უკრაინის ომის დასრულებისთვის მოლაპარაკებებს დასავლეთმა ხელი შეუშალა"

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი აცხადებს, რომ მოსკოვს ომის პირველ თვეებში უკრაინასთან მოლაპარაკების სურვილი ჰქონდა, მაგრამ დასავლეთის ქვეყნებმა კიევს მასზე უარის თქმა ურჩიეს.

მისივე თქმით, დასავლელი კოლეგები უკრაინას ეუბნებოდნენ, რომ მოლაპარაკებების გამართვა ნაადრევი იყო.

"საყოველთაოდ ცნობილია, რომ ჩვენ მხარი დავუჭირეთ უკრაინული მხარის წინადადებას სპეციალური სამხედრო ოპერაციის დასაწყისში მოლაპარაკებების შესახებ და მარტის ბოლოს ორი დელეგაცია შეთანხმდა ამ კონფლიქტის მოგვარების პრინციპზე.

საყოველთაოდ ცნობილია და ღიად გამოქვეყნდა, რომ ჩვენმა ამერიკელმა, ბრიტანელმა და ზოგიერთმა ევროპელმა კოლეგებმა უთხრეს უკრაინას, რომ ჯერ ნაადრევია მოლაპარაკება, რომელიც თითქმის შეთანხმებული იყო და რომელიც კიევის რეჟიმმა არასოდეს განიხილა", - განაცხადა ლავროვმა.

დღის გადაცემები