24.11.2024 | 19:34
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
ლევან ნიკოლეიშვილი მიხეილ სააკაშვილის ამერიკელ ფსიქიატრზე: "თუ მას ამერიკული სასამართლო კომპეტენციას უწუნებს და არ ენდობა ჩვენ რატომ უნდა ვენდოთ?” – ლევან ნიკოლეიშვილი მიხეილ სააკაშვილის ამერიკელ ფსიქიატრზე"

"ამ პიროვნებამ არათუ, ქართულ სასამართლო პროცესზე, საკმაოდ ბუნდოვანი პასუხებით დაგვამახსოვრა თავი, არამედ სულ რამდენიმე ხნის წინ კი ამერიკულ სასამართლოშიც შეირცხვინა თავი", – წერს "ფეისბუკის" გვერდზე ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი მიხეილ სააკაშვილის ამერიკელი ფსიქიატრთან დაკავშირებით, რომლის დასკვნასაც ამერიკული სასამართლო არ ენდო.

"სახელმწიფოს სიძლიერის ერთ-ერთი ნიში ალბათ მისი სუვერენიტეტი და ადგილობრივ თუ უცხოელ, ავანტიურისტთა გავლენის სფეროდან განთავისუფლებაშია. სამწუხაროდ, საქართველოს პოლიტიკური ელიტა და საზოგადოების ნაწილი, ჯერ რუსების 200 წლიანი ბატონობიდან მოყოლებული, შემდგომ კი დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდანვე მოექცა უცხოელთა გავლენის ქვეშ: უცხოელმა თქვა ე.ი. მართალია, რატომ იმიტომ რომ მან ჩვენზე მეტი იცის, უფრო კომპეტენტურია და ასე შემდეგ. საბედნიეროდ, დღეს ეს სტერეოტიპი ინგრევა: ჯერ ერთი არავისზე ნაკლებიც არ ვიცით და კომპეტენციაც არ გვაკლია, მით უმეტეს ჩვენს შინაურ საქმეებში აგრესიულ ჩარევას ყოველთვის მტკივნეულად განვიცდიდით და ვებრძოდით. ეს ყველაფერი კი იმის საილუსტრაციოდ მოვიყვანე, რომ დღესაც ვიღაც ვიღაცები ცდილობენ ვიღაც უცხოელი ავიატურისტები შემოგვასაღონ, როგორც დიდად კომპეტენტურები და მცოდნეები. რეალობა კი ხშირად სულ სხვა აღმოჩნდება. ამის ნათელი მაგალითია სააკაშვილის საქმესთან დაკავშირებით ამერიკელი ფსიქიატრის ერიკ გოლდსმიტის ჩამოყვანა. სიმართლე გითხრათ, ამ პიროვნებამ არათუ, ქართულ სასამართლო პროცესზე, საკმაოდ ბუნდოვანი პასუხებით დაგვამახსოვრა თავი, არამედ სულ რამდენიმე ხნის წინ კი ამერიკულ სასამართლოშიც შეირცხვინა თავი. მარტივი კითხვა ჩნდება, თუ კი მას ამერიკული სასამართლო კომპეტენციას უწუნებს და არ ენდობა ჩვენ რატომ უნდა ვენდოთ?"- აღნიშნავს ნიკოლეიშვილი.

დღის გადაცემები