დღის სიახლეები
ლევან ნიკოლეიშვილი: "ტყუილის გამო გამოიყვანეს ხალხი ქუჩაში და ახლა ამბობენ, – ეგრეთ წოდებული რუსული კანონიო. ამაზე პასუხს მოგთხოვთ ხალხი"
ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი ოპოზიციონერი დეპუტატის – თამარ კორძაიას მიერ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში გაკეთებულ განცხადებას ეხმიანება, რომელშიც ის "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტს ე.წ რუსულ კანონად მოიხსენიებს.
"ტყუილის გამო გამოიყვანეს ხალხი ქუჩაში და ახლა ამბობენ, – ე.წ რუსული კანონიო. ამაზე პასუხს მოგთხოვთ ხალხი", – აცხადებს ექსპერტი.
"ეგრეთ წოდებული რუსული? ანუ ამ წამოცდენაზე ვინმე პასუხს აგებს? ანუ მათაც იციან, რომ არ არსებობს არანაირი რუსული კანონი და ეს იყო ტყუილი", – წერს ნიკოლეიშვილი.
მსგავსი
დღის გადაცემები