24.11.2024 | 19:50
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
"ლელო" ინტერპელაციის წესით, 27 მაისს, პარლამენტში პრემიერ-მინისტრს იბარებს

"ლელოს" დეპუტატის ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, "ლელოს" საპარლამენტო გუნდი, ინტერპელაციის წესით, 27 მაისს, პარლამენტში პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს იბარებს. როგორც ანა ნაცვლიშვილმა პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, თუ ირაკლი ღარიბაშვილი პარლამენტში არ მივა, ამით ის კანონს დაარღვევს, რადგან პრემიერ-მინისტრს აღნიშნულ ფორმატში მონაწილეობას კანონი ავალდებულებს.

"ლელოს" გუნდის მთავარი მიზანია საზოგადოებამ, პირველ რიგში კი საქართველოს მოქალაქეებმა მიიღოს პასუხი კითხვაზე: რამდენად არის დაცული დღეს საქართველო იმისგან, რომ არ გახდეს რუსეთისთვის საერთაშორისო სანქციების ასარიდებლად „შავი ხვრელი“.

ამ საკითხზე მე გაგზავნილი მაქვს დეტალური კითხვები სახელმწიფოს სხვადასხვა უწყებებთან, მათ დიდ ნაწილს ჯერ პასუხები არ გაუცია, რაც კონსტიტუციის დარღვევაა. დღეს ტრიბუნიდან მოვუწოდებთ, მოგვაწოდონ ეს ინფორმაცია და პრემიერი პარლამენტში მოვიდეს გატარებულ ღონისძიებებზე კონკრეტული პასუხებით. დღეს, “შავ ხვრელად“ გადაქცევა თავად საქართველოსთვის არის საშიში და ძალიან დიდ ზიანს მოუტანს ჩვენს ქვეყანას. შესაბამისად, მოცემულ სიტუაციაში უაღრესად მნიშვნელოვანია კონკრეტულ კითხვებზე კონკრეტული პასუხების მიღება პრემიერ- მინისტრისგან," - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

დღის გადაცემები