24.11.2024 | 19:48
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
მამუკა მდინარაძე: "ნაცები" სასამართლოზე საპარლამენტო კომისიას ქმნიან, ეს არის თანამედროვეობის პარადოქსი და ჩვენ არ დავუშვებთ - აბსოლუტური თავხედობაა"

ეს იყო ჩვენი პრინციპული დამოკიდებულება სასამართლოს დამოუკიდებლობის მიმართ. ვერავის მივცემთ უფლებას, განსაკუთრებით და მით უმეტეს "ნაცმოძრაობას", რომ განახორციელონ ისეთი მოქმედებები, რაც საბოლოო ჯამში მიმართული იქნება სასამართლოს დამოუკიდებლობის ხელყოფისა და იმისკენ, რომ "ნაცმოძრაობამ" რაღაცწილად მაინც ხელში ჩაიგდოს სასამართლო, მისი რომელიმე შტო, - ამის შესახებ ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, წლებია ამაზე მიდის ინტენსიური მუშაობა და ერთერთი მთავარი საკითხი, რაც მათ აწუხებთ, ეს არის სასამართლოს დამოუკიდებლობა.

"სასამართლო არ არის მათ ხელში, ხელისუფლების სხვა შტოებთან ერთად, მაგრამ განსაკუთრებით ცდილობენ, სასამართლოს თემაზე მოახდინონ მისი დისკრედიტაცია, რაც შეიძლება მარგინალიზაცია, მაგრამ საბედნიეროდ ეს არ გამოსდით. როგორც ფაქტებით, ასევე აღქმებით, ანუ, ყველა კვლევით სასამართლო დგას მოწოდების სიმაღლეზე. მათ არ აწუხებთ ის ამბავი, რომ ქართველი მოსამართლე, ვინც არ უნდა იყოს, არანაირ სახელს და გვარს მნიშვნელობა არ აქვა, მნიშვნელობა აქვს, როგორ მუშაობს სისტემა, როგორ მუშაობს ხელისუფლების ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი შტო და ის მუშაობს ძალიან კარგად", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მისი თქმით, ბოლო კვლევები გვეუბნება, რომ ქვეყნის მოსახლეობის 52 % მიიჩნევს, რომ სასამართლო დამოუკიდებელია და ის კარგად მუშაობს.

"ეს არის მთავარი, შედეგია, რაღაცებით აპელირება და სპეკულაციები არის ყველაფერი მეორეხარისხოვანი. მთავარი და პირველხარისხოვანია ის, რომ შენ, საქართველოს მოქალაქეს მინიმუმ ცოტა მაინც უნდა გეწყინოს, როდესაც შენი ქვეყნის მოსამართლეებს მტკიცებულებების გარეშე დაასანქცირებენ და შემდეგ იტყვიან, რომ ეს არ იყო სანქცია, ეს იყო უბრალოდ სავიზო შეზღუდვა. თუ ოდნავ ვინმეს გააჩნია ეროვნული თავმოყვარეობა, ვინც არ უნდა იყოს სანქციის ავტორი, გასაგებია, ჩვენი მეგობრები, სტრატეგიული პარტნიორები არიან, ამას ძალიან დიდ პატივს ვცემთ, მაგრამ ვინც არ უნდა იყოს ასეთი ქმედების ავტორი, ის კი არ უნდა აკადროს საკუთარ თავს, ქვეყანას და ქართულ სასამართლოს, რომ მოდი, ახლა გამოვიძიოთ რაღაც და ახლა შევქმნათ მტკიცებულებები. ეს ხომ არ მოუგონია ვინმეს, თავად თქვეს დღეს სხდომათა დარბაზში, ესეც იკადრეს, ამიტომ, ჩვენს ხელთ არსებულ ყველა საპარლამენტო მექანიზმს, მათ შორის რეგლამენტს გამოვიყენებთ, იმისთვის, რომ "ნაცმოძრაობამ" ვერ შექმნას საპარლამენტო კომისია ისეთ საკითხთან დაკავშირებით, რომელიც აბსოლუტური თავხედობაა მათი მხრიდან. "ნაცები" სასამართლოზე საპარლამენტო კომისიას ქმნიან, ეს არის თანამედროვეობის პარადოქსი და ასეთ პარადოქსებს ჩვენ არ დავუშვებთ, იმიტომ ვართ ხელისუფლებაში. ყველანაირი კანონიერი, მორალურად სწორი და გამართული ნორმის დაცვით ჩვენ მათ არ შევაქმნევინებთ კომისიას და ეს "მათ" - არის "ნაცმოძრაობა", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

დღის გადაცემები