"ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხს ეხმაურება და აცხადებს, რომ "ქართული ოცნების" ოპონენტები და მათი ლობისტები ცდილობენ, საქართველო მხოლოდ იმიტომ დაისაჯოს, რომ ქვეყანა ომში არ ერთვება. მდინარაძის თქმით, რადიკალურ ოპოზიციას, ომისა და ღალატის პარტიასა და მათ ლობისტებს უნდათ, რომ ეს ფაქტი კანდიდატის სტატუსზე უარის თქმის საფუძველი გახდეს.
"ჩვენი ოპონენტები და მათი ლობისტები ცდილობენ, საქართველო იმისთვის დაისაჯოს, რომ ომში არ ვერთვებით. ვერ წარმომიდგენია, რომ ეს კანდიდატის წევრობაზე უარის თქმის მიზეზი და საფუძველი გახდეს. რაც რადიკალურ ოპოზიციას, ომისა და ღალატის პარტიასა და მათ ლობისტებს უნდათ, რომ ეს იყოს კანდიდატის სტატუსზე უარის თქმის საფუძველი. ეს ხომ წარმოუდგენელია?! წარმოგიდგენიათ, რომ ევროკავშირმა უარყოფითი გადაწყვეტილება მიიღოს საქართველოსთან დაკავშირებით, იმის გამო, რომ ის ომში არ ერთვება? ამას გამოვრიცხავ", - აცხადებს მამუკა მდინარაძე