დღის სიახლეები
მარინ ლე პენი უკრაინისთვის ტანკების გაგზავნას ეწინააღმდეგება
საფრანგეთის ულტრამემარჯვენე ლიდერის მარინ ლე პენის განცხადებით, უკრაინაში ტანკების გაგზავნას იმ მიზეზით ეწინააღმდეგება, რომ ამან შესაძლოა, რუსეთის ფედერაციასთან "კონფლიქტის ესკალაცია" მოახდინოს.
ლე პენმა მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ არ გამორიცხავდა ტანკების უკრაინაში გაგზავნას, თქვა, რომ საფრანგეთმა და დასავლეთმა არ უნდა გაგზავნონ ტანკები უკრაინაში.
ჟურნალისტის კითხვაზე ეს ყველაფერი ომს გააუარესებს? ლე პენმა კითხვის საპასუხოდ აღნიშნა, რომ "კონფლიქტის ესკალაციას მოახდენს".
ლე პენს მიაჩნია, რომ რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი დიპლომატიური გზით უნდა გადაწყდეს.
ამასთან, საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ უკრაინისთვის მძიმე შეიარაღების მიწოდება მოკავშირეებთან კოორდინირებული უნდა იყოს.
მსგავსი
09.12.2022 / 12:54
სტოლტენბერგი: "ვშიშობ, უკრაინის კონფლიქტი ნატო-რუსეთს შორის დიდ ომში გადაიზრდება"
22.11.2022 / 14:15
თუ ირანი რუსეთს ბალისტიკურ რაკეტებს მიაწვდის, ისრაელი უკრაინას იარაღით დაეხმარება
17.11.2022 / 14:25
იენს სტოლტენბერგი: "უკრაინაში ომი სავარაუდოდ მოლაპარაკების მაგიდასთან დასრულდება"
დღის გადაცემები