დღის სიახლეები
მედია - ევროკავშირი თანახმაა, ბოსნია-ჰერცეგოვინას წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს
ევროკავშირი თანახმაა, ბოსნია-ჰერცეგოვინას წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს. ამის შესახებ Agence France-Presse წერს.
გამოცემის ინფორმირებულმა დიპლომატიურმა წყარომ აღნიშნა, რომ ასეთი გადაწყვეტილება ევროკავშირის ქვეყნების მინისტრებმა დღეს, 13 დეკემბერს, მიიღეს.
ცნობისთვის, მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ევროკავშირის ლიდერებმა შესაძლოა, ბოსნია-ჰერცეგოვინას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი ოფიციალურად მიანიჭონ ბრიუსელში 15 დეკემბერს გამართულ სამიტზე.
მსგავსი
დღის გადაცემები