24.11.2024 | 20:25
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
მერკელმა განმარტა, თუ რატომ დაბლოკა საქართველოსა და უკრაინის ნატო-ში გაწევრიანება

ანგელა მერკელმა გერმანიის კანცლერის პოსტის დატოვების შემდეგ ჟურნალისტებს პირველი ინტერვიუ მისცა, რომელშიც განმარტა, თუ რატომ არ დაუჭირა მხარი 2008 წელს საქართველოსა და უკრაინისთვის ნატო-ში გაწევრიანების სამოქმედო გეგმის მინიჭებას.

Deutsche Welle-სთვის მიცემულ ხანგრძლივ ინტერვიუში მან აღიარა, რომ 2008 წელს ნატო-ში გაწევრიანების სამოქმედო გეგმის მინიჭებაზე უარის თქმით "საქართველოს და უკრაინას იმედები გაუცრუა". მან ასევე ყურადღება იმაზე გაამახვილა, რომ იმ პერიოდში აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებსა და შეერთებულ შტატებს ძალიან სურდათ საქართველოსა და უკრაინის ნატო-ში გაწევრიანება, მაგრამ ამ შემთხვევაში პუტინი "გადაწყვეტდა, რომ ეს იყო ომის გამოცხადება".

როგორც DW აღნიშნავს, ნატო-ს სამიტზე ბუქარესტში გამოცხადდა, რომ საქართველო და უკრაინა მომავალში, რაღაც ეტაპზე, ალიანსში გაწევრიანდებიან, თუმცა გერმანიისა და საფრანგეთის აქტიური წინააღმდეგობის გამო, ნატო-ში გაწევრიანების სამოქმედო გეგმა, რომელიც ამ ორ ქვეყანას 5-დან 10 წლამდე ვადაში ალიანსში გაწევრიანების საშუალებას მისცემდა, ინიცირებული არასოდეს ყოფილა.

დღის გადაცემები