24.11.2024 | 21:29
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
მეუფე იაკობი მიხეილ სააკაშვილზე: "ციხეში ყოფნის ეშინია - ქალები უძლებდნენ რაღაცას, ეწირებოდნენ შანთებს და პალატაში რომ წამოგორებულხარ და იქ ვერ გაგიძლია, სირცხვილია"

გმირი კაცი, ერშიც გმირია, ბრძოლაშიც და ციხეშიც, მაგან{მიხეილ სააკაშვილმა} მე რა უნდა გამამწაროს, ციხეში ყოფნის ეშინია. გარეთ რომ გამოვიდეს, რა?! როცა უნდა ქართველი იყო, ქართველთა პრეზიდენტი, როცა უნდა უკრაინელია, - ამის შესახებ ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა მეუფე იაკობმა ქადაგებისას განაცხადა.

როგორც მეუფე იაკობი აცხადებს, მიხეილ სააკაშვილი უკრაინიდან არ უნდა გამოეშვათ, "უნდა დაეჭირათ თავიანთ საზღვარზე და ეს ამბები არ იქნებოდა“.

"გმირი კაცი, ერშიც გმირია, ბრძოლაშიც გმირია და ციხეშიც გმირია. გადაგვაყოლეს ახლა, რა.. მე გამოვიდოდი და თვითონ ვიტყოდი, რომ დამენახა კაცური საქციელი. მინდა, ერთ რაღაცას მივაქციო ყურადღება - ხომ ხედავს ხალხის რისხვას როგორია, გამოსულიყო ეთქვა, რომ, კი, ჩემ დროს მინდოდა, კარგი ქვეყანა ამეშენებინა, მაგრამ მეც ვერ მივაქციე ყურადღება, ვიღაცამ რაღაც დააშავა? - ეთქვა, ჩემი ბრალია და ყველას მაგივრად, რაც გინდათ, ის მიყავით, გინდათ ჯვარზე გამაკარით... ხომ სხვანაირად შევხედავდით.

ვინც გამწარებული ჰყავს, მაგან{მიხეილ სააკაშვილმა} მე რა უნდა გამამწაროს, ციხეში ყოფნის ეშინია... გარეთ რომ გამოვიდეს, რა?! როცა უნდა ქართველი იყო, ქართველთა პრეზიდენტი, როცა უნდა უკრაინელია. ვიღაც პოდოლიაკი, ჩაგვრაში რომ არის საჯარო პირი... ნუ გამოაგზავნიდნენ თავიანთ საჯარო სამსახურში მყოფ ადამიანს საქართველოში და ტირილს ნუ დაიწყებდნენ, რა... არ გამოეშვათ! დაეჭირათ თავიანთ საზღვარზე და ეს ამბები არ იქნებოდა. 16 წელია ქვეყნის აოხრება მიდის ამათი მხრიდან, 2007- ის ბოლოდან უკვე წავიდა წინააღმდეგობა. ისტორია როდის დაიწყო?... მაგათზე მეტი ყველას გვაქვს გაკეთებული და კიდევაც გავაკეთებთ. ღმერთი მაგათ არ უნდათ, ჩვენი ისტორია მაგათ არ უნდათ, არაფერი არ უნდათ!

იმ ხალხს, რომლებსაც ამწარებდნენ, წესიერად მოექცნენ და შენდობა ითხოვონ, თორემ ვინ რა იცის, ევროპარლამენტარი იქნება, თუ ყოფილი დიპლომატი იქნება, რომელი ქვეყნის წარმომადგენელიც არ უნდა იყოს.. ადამიანები ვართ და ჩვენც გვეშლება, ყველა ქრისტიანი ტაძარში იმიტომ დავდივართ და აღსარებას იმიტომ ვიძახით, რომ ჩვენს შეცდომებს ვაღიარებთ ღვთის წინაშე, ეგრე მართლები როგორ არიან, რომ ერთან ბოდიშის მოხდა არ უნდათ. ერი რომ დამნაშავე იყოს მაგათ წინაშე, მაინც მოვიხდიდი ბოდიშს, ჩემი არსებობით, რომ მაგ დონეზე მივიყვანე.. ქართველი ერი ის ერია, რომელიც ბრძენია. სხვა ერებში იძახიან ხალხი ბრბოაო, ჩვენთან ბრბო არ არის ხალხი, ჩვენთან ბრძენია ხალხი.

ვიღაც რომ მეუბნება, პოლარიზაცია შეამცირე და გარედან, რომ მეუბნები, ის{მიხეილ სააკაშვილი} ქვეყნის აღმაშენებელია. თურმე, მანამდე არც აღმაშენებელი, არც ვახტანგ გორგასალი არ გვყოლია, არც ქეთევან დედოფალი. ეწირებოდნენ შანთებს, ქალები უძლებდნენ რაღაცას და პალატაში რომ წამოგორებულხარ და იქ ვერ გაგიძლია, სირცხვილია. ჩამოვიდა, ჩვენ ხომ არ ჩამოგვიყვანია. თვითონ მაინც ვერ ხედავენ რას დარბიან, მარტივ მამრავლებად დაიშლებიან. ჯანსაღი ოპოზიცია წამოვა, ყველაფერი იცვლება და ხან ერთი იქნება სახელმწიფოს სათავეში, ხან მეორე“,- აღნიშნავს მეუფე იაკობი.

დღის გადაცემები