პარლამენტში მინისტრობის კანდიდატებს მოუსმინეს. მხოლოდ უმრავლესობის დეპუტატებით შევსებულ დარბაზში ბევრი კითხვა იყო, თუმცა კრიტიკა საზოგადოებას არ მოუსმენია. სამაგიეროდ მინისტრობის კანდიდატებმა ერთმანეთს გამოსვლები მოუწონეს. აპლოდისმენტები უმრავლესობის დეპუტატებმა არ დაიშურეს.
„პატრიოტთა ალიანსში“ მიაჩნიათ, რომ ერთპარტიული პარლამენტის კომიკური სახე დღეს კარგად გამოჩნდა.
მეათე მოწვევის ერთპარტიულ პარალმენტს, მთავრობის თითქმის იგივე შემადგენლობა წარედგინა. იცვლება მხოლოდ იუსტიციის მინისტრი. ჯერ დაუზუსტებელია, ვინ ჩაანაცვლებს თეა წულუკიანს. გოჩა ლორთქიფანიძე, რომელიც მართველმა გუნდმა ამ პოსტზე წარადგინა, ჰააგის სასამართლოს მოსამართლედ აიჩიეს. თუმცა დღეს იუსტიციის სამინისტროს სამოქმედო გეგმა, სწორედ მან წარადგინა.
გახარიას გუდის თვითკმაყოფილი წევრებისგან განსხავებით, ქვეყანაში არსებულ რთულ ვითარებას საკუთარ თავზე გრძნობენ რიგითი მოქალაქეები. ისინი კამერასთან პრობლემებზე საუბარს არ ერიდებიან და ამბობენ, რომ მთავრობის ამ შემადგენლობამ ქვეყანა წინ ვერ წაიყვანა. მათი თქმით, „ქართულ ოცნებას“ აღარც საკადრო რესურსი და აღარც ძალა შერჩა, რომ მოსახლეობის ცხოვრება უკეთესობისკენ შეცვალოს.