24.11.2024 | 21:35
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
ნანა კაკაბაძე: "სწორედ ის პოლიტიკური ძალა, რომელიც ყველაზე ხმამაღლა გაჰყვიროდა,- რუსეთი არ მინდა და პროდასავლელი ვარო, ხალხს აწამებდა ციხეებში"
რასამთავრობო ორგანიზაცია "ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის" თავმჯდომარე ნანა კაკაბაძე:
  "გავიხსენოთ, რომ სწორედ ის პოლიტიკური ძალა, რომელიც ყველაზე ხმამაღლა გაჰყვიროდა,-რუსეთი არ მინდა და პროდასავლელი ვარო, ხალხს აწამებდა ციხეებში, ხოცავდა ქუჩებში, უკანონოდ იჭრებოდა ყველას პირად ცხოვრებაში, არეკეტებდა ბიზნესს და ზღუდავდა თავისუფალ მედიას, თავისუფალ სიტყვას, იპარავდა არჩევნებს და აუქმებდა სასამართლოს.
ასეთები არიან "ნაციონალები" და მათი ანასხლეტები.
ისინი აბულინგებენ განსხვავებული პოზიციის გამომხატველებს, ვისაც ეჭვი შეაქვს ნატო-სა და ევროკავშირში ჩვენს მიღებაზე და მას მხოლოდ ქიმერად განიხილავს.
   ვინც ფიქრობს, რომ დასავლეთი საქართველოს კვებავს თავისი პოლიტიკური მიზნებისათვის, ან, თუ ვინმე იტყვის, რომ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პერსპექტივა მიიღწევა რუსეთთან მოლაპარაკებით და ეს გზა უნდა ვცადოთ, ან თუ ვინმე გამოთქვამს იმის ვარაუდს, რომ უკრაინასთან ომში შეიძლება რუსეთმა გაიმარჯვოს და მოახდინოს დონბასის ანექსია, ასეთ ადამიანს მაშინვე მიაკერებენ "მოღალატის" იარლიყს.
   ე. წ. ლიბერალები არც კი უშვებენ, რომ შეიძლება, ეს ადამიანი აგენტი ან მოღალატე კი არა, უბრალოდ, ასეთად მოაზროვნეა, მცდარი ან მართალია, მაგრამ გულწრფელად ფიქრობს, რომ მისი სამშობლოსათვის ასეა უკეთესი.
სწორედ ასეთ მახინჯ ლოგიკას, პოლიტიკური კონიუნქტურის გაუთვალისწინებლობას მივყავართ ჩვენი სათაყვანებელი მეფის, ერეკლე II-ის, სამშობლოს მოღალატედ გამოცხადებამდე, რომელსაც ქვეყნისათვის ბრძოლაში 60-ზე მეტი ჭრილობა ჰქონდა მიღებული. ამას აკეთებენ ადამიანები, რომლებიც თავს ლიბერალად თვლიან.
ისინი ამ ეტაპზე ოპონენტების საზოგადოებისგან მოკვეთას მოითხოვენ, ვინაიდან მეტი არ შეუძლიათ, მაგრამ, თუ ძალაუფლების ხელში ჩაგდებას მოახერხებენ, ამასაც არ იკმარებენ და "მოღალატეების" სიკვდილით დასჯას მოითხოვენ.
   სწორედ ამ ე.წ. ლიბერალების პოზიციებია ანტიევროპული, ანტიდემოკრატიული, ანტისახელმწიფოებრივი.
ასეთია "ლიბერალის" უწყინარ ქურქში გახვეული ფაშისტებისა და ბოლშევიკების ნამდვილი სახე, რომლის პრაქტიკული განხორციელება ქართველმა ხალხმა 2004-2012 წლებში თავის თავზე გამოსცადა".
დღის გადაცემები