ისეთი ძნელი მოსასმენია, როდესაც სააკაშვილი გელაპარაკება, რომ ის არის წამებული. ასე ვთქვათ, სანატორიუმშია მოთავსებული, შხაპი აქვს, ტუალეტი აქვს. - ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის მმართველობის დროს დაზარებულმა, ნანა ქადაგიშვილმა განაცხადა.
"მე 5 თვე ვიყავი ციხეში და სულ სამჯერ მქონდა დაბანვის საშუალება. წარმოიდგინეთ, რა პირობებში ვიყავით. ციხეს მინები არ ჰქონდა, პარკები ჰქონდა ჩამოფარებული. ზამთარში, -10 გრადუსში პალტოებითა და ფეხსაცმლებით გვეძინა. გაოგნებული ვარ, როგორ ბედავს საერთოდ ის ამაზე ლაპარაკს. რატომ გაბედეს და დაანგრიეს ორთაჭალის ციხე - ის არ უნდა დანგრეულიყო. როგორც ოსვენციმი მუზეუმად არის ქცეული, ჩვენც უნდა გვქონოდა ეს და ენახა ხალხს, სააკაშვილის რეჟიმი როგორი იყო და რა დღეში ვყავდით იქ. ჯერ როგორ ექცევა პერსონალს? ეს ხომ დანაშაულია. ვინ მისცა ამის უფლება? იმიტომ რომ პრეზიდენტი იყო, ყველაფრის უფლება აქვს? რა პრეზიდენტი იყო - პირველი სახელმწიფო მოღალატე. მაგაზე დიდი დამნაშავე საქართველოს არ ჰყოლია", - განაცხადა ქადაგიშვილმა.