დღის სიახლეები
ნატოში გაწევრიანებისთვის შვედეთის არმია დამატებით 58 მილიონ ევროს მიიღებს
შვედეთის შეიარაღებული ძალები მიმდინარე წელს 660 მილიონ შვედურ კრონას (58 მილიონი ევრო) მიიღებს ნატოში გაწევრიანებისთვის. ამის შესახებ შვედეთის თავდაცვის მინისტრმა პოლ ჯონსონმა განაცხადა.
დამატებითი დაფინანსება მოიცავს ნატოს წევრობის საფასურს (26 მლნ ევრო) და სხვადასხვა სამეთაურო და კონტროლის სისტემების თავდაცვის ალიანსის მოთხოვნებთან ადაპტაციის ხარჯებს.
შვედეთი უნგრეთის და თურქეთის პარლამენტების რატიფიკაციის შეფერხების მიუხედავად, ნატოში გაწევრიანების მოლოდინშია.
ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ შვედეთმა, ისევე როგორც ფინეთმა, ყველა პირობა შეასრულა ნატოში სრულფასოვანი წევრობისთვის და იმედი გამოთქვა, რომ პროცესი სწრაფად წარიმართება.
მსგავსი
დღის გადაცემები