"ნაციონალური მოძრაობა" საპარლამენტო საქმიანობას წყვეტს. ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.
"ყოველდღიურად გვექნება აქტივობები. ყველას მოგაკითხავთ, ვინც ქვეყანას უკლავთ ევროპულ მომავალს. დაიმახსოვრეთ, დამთავრდა თქვენი მშვიდობიანი, უზრუნველი, გაქსუებული ცხოვრება, ყველგან შეგექმნებათ პრობლემა. "ნაციონალური მოძრაობა" აღარ აპირებს არანაირ განხილვებში მონაწილეობის მიღებას და არანაირ თამაშებში შეყოლას "ქართულ ოცნებასთან".
ჩვენ ვწყვეტთ საპარლამენტო მუშაობას. პარტნიორებმა კარგად უნდა იცოდნენ, რომ იძულებული ვართ ასე მოვიქცეთ, რადგან პრეზიდენტ სააკაშვილის ჯანმრთელობა და სიცოცხლე არის რისკის ქვეშ", - განაცხადა ხაბეიშვილმა.
ინფორმაციისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლომ ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების ან გათავისუფლების თაობაზე მისი ადვოკატების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.