24.11.2024 | 21:31
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
ნინო ფოჩხუა სააკაშვილის ექსპერტ გოლდსმიტზე: "დააკვირდით, ყველა თაღლითი სააკაშვილის ოჯახთან იყრის თავს. ახლაც მისი ამერიკელი ექსპერტი საკუთარ სამშობლოშიც შემჩნეული ყოფილა ცრუ დასკვნების მომზადებაში"

გოლდსმიტი მსჯავრდებულის ქალიშვილის მოსაზრებას გადაჭარბებულად ითვალისწინებს, როგორც სააკაშვილის ოჯახის, თან როგორი ნიშანდობლივია, რომ დამნაშავე, რომლის ფსიქიკურ ექსპერტიზაში მონაწილეობდა გოლდსმიტი, იარაღით მოვაჭრე ვიქტორ ბუტის თანამზრახველია, - წერს ექსპერტი ნინო ფოჩხუა.

როგორც ფოჩხუა აღნიშნავს, სააკაშვილის ამერიკელი ექსპერტი საკუთარ სამშობლოშიც შემჩნეული ყოფილა ცრუ დასკვნების მომზადებაში.

"დააკვირდით, ყველა თაღლითი სააკაშვილის ოჯახთან იყრის თავს. ახლაც მისი ამერიკელი ექსპერტი საკუთარ სამშობლოშიც შემჩნეული ყოფილა ცრუ დასკვნების მომზადებაში, ანალოგიურ ქმედებასთან გვაქვს საქმე, აქაც გოლდსმიტი მსჯავრდებულის ქალიშვილის მოსაზრებას გადაჭარბებულად ითვალისწინებს, როგორც სააკაშვილის ოჯახის, თან როგორი ნიშანდობლივია, რომ დამნაშავე, რომლის ფსიქიკურ ექსპერტიზაში მონაწილეობდა გოლდსმიტი, იარაღით მოვაჭრე ვიქტორ ბუტის თანამზრახველია. დარჩა კითხვები?", - წერს ფოჩხუა facebook-ზე.

გასულ კვირას ნიუ-იორკის ფედერალურმა სასამართლომ, ორი ფსიქიატრის ურთიერთგამომრიცხავ შეფასებებზე დაყრდნობით, ქმედუნარიანად ცნო რიჩარდ ჩიჩაკლი, რომელსაც აშშ-ს ხელისუფლება იარაღით ვაჭრობაში მსჯავრდებული ვიქტორ ბუტის თანამზრახველად მიიჩნევს. ამის შესახებ rapsinews-ი წერს. გამოცემის ცნობით, ჩიჩაკლის ფსიქიკური მდგომარეობა ორმა ექსპერტმა - ერიკ გოლდსმიტმა და შერილ პარადისმა შეამოწმეს. ისინი უშუალოდ შეხვდნენ ბრალდებულს, გაესაუბრნენ მის ადვოკატს და ტელეფონით დაუკავშირდნენ ჩიჩაკლის ქალიშვილს.

პროცესზე მოსამართლე უილიამ პოლეიმ ყურადღება გაამახვილა გოლდსმიტის გულუბრყვილობაზე, რომელიც თავის შეფასებაში, სავარაუდოდ, ჩიჩაკლის ქალიშვილის მოსაზრებას გადაჭარბებულად ითვალისწინებდა.

დღის გადაცემები