"პატრიოტთა ალიანსის" ლიდერები ირმა ინაშვილი და გიორგი ლომია საკუთარ ოფისში საქართველოში ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელს ალექსანდრე ვინიკოვს შეხვდნენ. "პატრიოტთა ალიანსის" გენერალური მდივნის, ირმა ინაშვილის განცხადებით, შეხვედრაზე საუბარი საქართველოსა და ნატოს ურთიერთობებსა და ნეიტრალიტეტს შეეხო. მისივე თქმით, საქართველოს უსაფრთხოებისათვის ნეიტრალიტეტის პლატფორმა ყველაზე რეალისტური და ქმედითი პლატფორმაა.
"დღეს პარტიის ოფისში ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი ალექსანდრე ვინიკოვსი გვესტუმრა. მან საქართველოსა და ნატოს ურთიერთობებზე ისაუბრა. ჩვენ - მე და გიორგი ლომიამ, ვისაუბრეთ ნეიტრალიტეტზე და იმაზე, რომ საქართველოს უსაფრთხოებისათვის ნეიტრალიტეტის პლატფორმა ყველაზე რეალისტურ და ქმედით პლატფორმად მიგვაჩნია. განსაკუთრებით, უკრაინის მაგალითიდან გამომდინარე, როცა ნატოს "ღია-დახურული კარი" უკრაინას ვერაფრით დაეხმარა. პირიქით! გულახდილად ვისუბრეთ",- განაცხადა ინაშვილმა.