დღის სიახლეები
პედრო სანჩესი: "პუტინს ჯერ კიდევ ჰყავს საიდუმლო მოკავშირეები ევროპაში"
ევროპის ბევრ ქვეყანაში ჯერ კიდევ არიან ვლადიმირ პუტინისა და რუსეთის ხელისუფლების მომხრეები, რომლებიც დროებით მალავენ მოსკოვის მიმართ სიმპათიებს, - ამის შესახებ ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა, პედრო სანჩესმა განაცხადა.
"რუსი ავტოკრატი მარტო არ არის სხვებსაც სურთ მსოფლიოს გაყოფა. მას ბევრი საიდუმლო მოკავშირე ჰყავს ევროპაში, რომლებიც ახლა მალავენ თავიანთ სიმპათიებს პუტინის მიმართ", - აღნიშნა სანჩესმა მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე.
აღსანიშნავია, რომ უკრაინაში რუსეთის ფედერაციის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ, იტალიის ყოფილ პრემიერ-მინისტრს სილვიო ბერლუსკონის პუტინთან კავშირში ადანაშაულებდნენ. ასევე, გერმანიის კიბერუსაფრთხოების სააგენტოს ხელმძღვანელს არნე შონბომს რუსეთთან მჭიდრო ურთიერთობაშიც ადანაშაულებდნენ.
მსგავსი
03.03.2023 / 11:26
რუსეთში საავიაციო ტექნიკის სავარაუდო გაგზავნისთვის ამერიკის ორი მოქალაქე დააკავეს
09.12.2022 / 12:54
სტოლტენბერგი: "ვშიშობ, უკრაინის კონფლიქტი ნატო-რუსეთს შორის დიდ ომში გადაიზრდება"
28.11.2022 / 17:12
რუსეთის დუმის სპიკერი: "აშშ-მა ევროპა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ომში ჩაითრია"
18.11.2022 / 15:45
რეჯეფ თაიფ ერდოღანმა და ვლადიმერ პუტინმა "მარცვლეულის დერეფნის" საკითხი განიხილეს
20.09.2022 / 14:12
რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, უკრაინა და რუსეთი ტყვეების გაცვლაზე შეთანხმდნენ
დღის გადაცემები