24.11.2024 | 21:28
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
პეტრე მამრაძე: "2008 წლის აგვისტოს შემდეგ, ვანო ეუბნება სააკაშვილს: "მიშა, ხომ იცი, რუსების გარეშე ძალაუფლებაში ვერ დავრჩებით, ვერ გავძლებთ"

პრემიერ-მინისტრმა ღარიბაშვილმა ძალიან სწორი ქნა, როდესაც სააკაშვილის დაპატიმრების შემდეგ ტელევიზიით თქვა: "რომ იცოდეთ, ყველაზე მეტად სააკაშვილს ჩამოსვლას ურჩევდა და არწმუნებდა იმაში, რომ ყველაფერი მომზადებულია და ისე იქნება, როგორც მას უნდა, იყო ვანო მერაბიშვილი, - ამის შესახებ "მართვის სტრატეგიული ინსტიტუტის" ხელმძღვანელმა, პეტრე მამრაძემ განაცხადა. ის დარწმუნებულია, რომ "ნაცმოძრაობაში" ძალაუფლების ხელში ჩაგდება მერაბიშვილის მხრიდან სააკაშვილზე შურისძიების ნაწილი იქნება და ყოფილი პრეზიდენტისა და შინაგან საქმეთა მინისტრის ურთიერთობების დინამიკას იხსენებს.

"როგორ ექცეოდა სააკაშვილი სხვების თანდასწრებით, როგორ იწმენდდა მასზე ფეხებს. ნებისმიერი დონის შეურაცხყოფაზე ვანო (ერთხელ მეც ვიყავი ამის მოწმე) იკუმშებოდა, თავს დებდა მაგიდაზე და ასე იტანდა ამ საშინელ ლანძღვასა და შეურაცხყოფას. ეს ყველაფერი გროვდებოდა. მეორე - მერაბიშვილს ტელევიზორი ჩართული ჰქონდა კაბინეტში და იცოდა, რომ ნებისმიერ მომენტში შეიძლებოდა დაენახა სააკაშვილი, რომელიც გამოვიდოდა დროშისა თუ ილია ჭავჭავაძის ფონზე და იტყოდა: "მადლობას ვეუბნები ვანო მერაბიშვილს, იმიტომ რომ იმუშავა, მაგრამ ახლა უკვე ახალი ეტაპია". სხვას დანიშნავდა და მერაბიშვილი ამას ტელევიზიით გაიგებდა", - ამბობს მამრაძე.

მან ასევე "ნაცმოძრაობის" მმართველობის დროს რუსეთისადმი მერაბიშვილის დამოკიდებულებაზე ისაუბრა.

"2008 წლის აგვისტოს შემდეგ, ვანო ეუბნება სააკაშვილს, თავისი ფორმით, თავს რომ ჩაღუნავდა: "მიშა, მიშა, ხომ იცი, რუსების გარეშე ძალაუფლებაში ვერ დავრჩბით, ვერ გავძლებთ, მიშა". ამის შემდეგ ვანო ხშირად დადის, სულ ყალბი პასპორტებით, ერევანში, ბაქოსა და მინსკში, სადაც ხვდებოდა თავის რუს კოლეგებს - უშიშროების და შინაგან საქმეთა მინისტრებს. ეს ცნობილია. რა თქმა უნდა, სააკაშვილის ნებართვით", - იხსენებს მამრაძე.

დღის გადაცემები