დღის სიახლეები
პეტრე მამრაძე: "სააკაშვილის თემაზე წარმოებული კამპანიის ძალიან სუსტი მხარე ის არის, რომ ეს მთლიანად, ტოტალურად ტყუილზეა აგებული"
ამოქმედებულია ლობისტების მთელი სიმრავლე, რასაც აგროვებდა "ნაცმოძრაობა" წლების განმავლობაში და ამას ძალიან აქტიურად აკეთებდა სააკაშვილი. ეს არის კარგად ორგანიზებული, კარგად დაფინანსებული კამპანია, რომელიც შესაბამისი გეგმით ხორციელდება, - ბოლოს თვეებში უცხოურ მედიაში გამოქვეყნებული მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი სტატიები "მართვის სტრატეგიული ინსტიტუტის" ხელმძღვანელმა, პეტრე მამრაძემ შეაფასა.
"ამ კამპანიის ძალიან სუსტი მხარე ის არის, რომ ეს მთლიანად, ტოტალურად აგებულია ტყუილზე. ასეთი კამპანიების დროს, როგორც წესი, რაღაც ნაწილი მაინც, ვთქვათ 20-30% სიმართლეა და მერე ამაზე ამძიმებენ, ამას აგრავაცია ჰქვია, მაგრამ თან რაღაც სიმართლეც არის, მაგრამ ამ შემთხვევაში არაფერი არ არის", - განაცხადა პეტრე მამრაძემ.
მსგავსი
დღის გადაცემები