დღის სიახლეები
პოლონეთის პრემიერმა ემანუელ მაკრონს მოუწოდა, დააჩქაროს უკრაინის ფინანსური და სამხედრო დახმარება
საფრანგეთში ვიზიტით მყოფმა პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, მატეუშ მორავეცკიმ ემანუელ მაკრონს მოუწოდა, დააჩქაროს უკრაინის ფინანსური და სამხედრო დახმარება.
"ჩვენი შეხვედრის მნიშვნელოვანი ნაწილი უკრაინაში არსებულ ვითარებას დაეთმო. მე ვისაუბრე იმაზე, რასაც ჩვენი მხრიდან ვხედავთ და ასევე ვთხოვე [საფრანგეთის] პრეზიდენტს უზრუნველყოს [უკრაინისათვის] იარაღის სწრაფი მიწოდება, გაზრდილი ფინანსური მხარდაჭერა. ომში მყოფი სახელმწიფო თავის მოკავშირეებს უნდა ეყრდნობოდეს", - აღნიშნა პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა.
როგორც მატეუშ მორავეცკიმ განაცხადა, მაკრონმა მადლობა გადაუხადა პოლონეთს, მის ხალხსა და მთავრობას უკრაინელი ლტოლვილების მხარდაჭერისთვის.
მსგავსი
დღის გადაცემები