დღის სიახლეები
პრემიერ-მინისტრის ვიზიტი ბრიუსელში
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ბრიუსელში, ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს შეხვდა. ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს მთავრობის მეთაური მაღალი დონის ორმხრივ შეხვედრებს მართავს ევროპულ საბჭოში, ევროკომისიასა და ევროპარლამენტში, ასევე ნატო-ში. შეხვედრების ძირითადი განსახილველი საკითხები საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დღის წესრიგი, ევროკომისიის კითხვართან დაკავშირებული საკითხები, ასევე რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებული ვითარება იქნება. აღსანიშნვნავია, რომ ბრიუსელში საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ერთად საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილიც გაემგზავრა. იგი პარალელურად შეხვედრებს გამართავს ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებთან.
მსგავსი
დღის გადაცემები